"ივანიშვილს აშშ-ში მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი" - გახარია
ბიძინა ივანიშვილს [ამერიკაში]საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. ფოსტალიონების ასეთი გაგზავნა ახლა ხშირად დაიწყება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც „გახარიას კვირაში“ ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ამერიკაში „შიკრიკად ძალოვანი ფიგურა ჰყავს გაგზავნილი“.
„ძალიან საინტერესო არის შემდეგი: ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება პოზებში რომ დგას, აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი [გვაქვსო]და სხვისი აზრი არ გვაინტერესებსო, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი.
ფოსტალიონების ასეთი გაგზავნა დაიწყება ახლა ხშირად. კიდევ ერთხელ, სერიოზულად ვამბობ, სჯობდა, რომ არ გაეგზავნა, ეს ისეთი ფორმით მოხდა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. ამერიკაში ბოლოს, 6 თვის წინ ვიყავი. რა არის დღეს მთავარი, აბსოლუტურად გააზრებული აქვთ ის, რაც ხდება საქართველოში, ეს ერთი. აბსოლუტურად გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხი არის სრულად თავისი ცივილიზაციური ევროპული დასავლური არჩევანის ერთგული და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, არა საჯარო სექტორი მთლიანად, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არის გაურკვეველი ორიენტაციის, პრორუსი, პროჩინელი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ანტიდასავლური. ეს აქვთ აბსოლუტურად მკაფიოდ გაგებული”, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს