"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოიცავს უმძიმეს ნაწილს, რომელიც „ქართული ოცნების“ პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება"

„ქართული ოცნება“ თავის ტრადიციას არ ღალატობს - ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია - არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ „ქართული ოცნება“ აპროტესტებს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია მოიცავს “უმძიმესი ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება.”

“ქართული ოცნება” თავის ტრადიციას არ ღალატობს. ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია. ეუთო-ს რეზოლუცია უკვე მიღებულია, გვაქვს ტექსტი, რომელიც მალე გავრცელდება. არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ “ქართული ოცნება” აპროტესტებს. სამაგიეროდ, არის უმძიმესი ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება. კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არ უშვებს შანსს, რომ თავს დაესხას დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს.

“როდესაც რეზოლუცია დგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, უამრავი პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც თავიანთ წინადადებას სთავაზობს, მაგრამ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტსა და ტექსტში, რომელიც მიღებულია, არავითარი მსგავსი მოხსენიება ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის რაღაც სპეკულაციური კონტექსტით, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებს, არ არის. “ქართული ოცნება” არ უშვებს შანსს, რომ თავს დაესხას დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს. ეგონათ, რომ ამ რეზოლუციაში რაღაც ხელჩასაჭიდი იქნებოდა ისეთი, რომელიც კვლავ თავიანთ პრორუსულ იდეებს გააჟღერებდნენ, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”. სამაგიეროდ, ამ რეზოლუციაში ძალიან მძიმე შეფასებები- “ქართული ოცნების” მმართველობის, მისი ანტიდასავლელი პოლიტიკის, დაგმობილია “რუსული კანონი” და მოუწოდებს, რომ გაიწვიოს ის”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

წაკითხვა 194 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.