"მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული"
მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ – მტერი.
„შეიძლება, ეს იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად – მტრები, რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაც მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა არის მზადებაში და მზადება დღეს საფრთხის ქვეშ არის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"