"წინასაარჩევნოდ რიტორიკის შეცვლა არავის უკვირს, ვაშაძე ცდილობს, პოლიტიკური ქულები დაიწეროს" - ხვიჩია
ვაშაძე ცდილობს, პოლიტიკური ქულები დაიწეროს და „ქოცების“ გინებაში გამოკვეთილი იყოს, რაც საარჩევნო სტრატეგიაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს“.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, წინასაარჩევნოდ რიტორიკის შეცვლა არავის უკვირს.
„მგონი, წინასაარჩევნოდ რიტორიკის შეცვლა არავის უკვირს, მათ შორის, რუსეთის ფაქტორის გამოყენება. ვისაც როგორ შეუძლია, ყველა პარტია იმას ცდილობს. ვაშაძისგან გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ეს არ ექნა, და არა ის, რომ ამას შვება. ამ განცხადებებს აკეთებს, რათა პოლიტიკური ქულები დაიწეროს და „ქოცების“ გინებაში გამოკვეთილი იყოს, რაც საარჩევნო სტრატეგიაა. პოლიტიკური თავმოყვარეობის ძებნა უკვე გვიანია. ეს რომ ვეძებოთ, საერთოდ ახალი პოლიტიკური სტრუქტურა გვაქვს ასაშენებელი და მხოლოდ ვაშაძეს ნუ გავაკრიტიკებთ ამის ნაკლებობისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
