June 29, 2024

"შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცეს"

შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცეს, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელიც ნატო-ს 70 წლის იუბილეს ეხება.

 

„ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში ნატო განაგრძობს ალიანსში ახალი წევრების მიღებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ გაფართოებისკენ მისწრაფებამ რუსეთის ანტაგონიზირების სიფრთხილე გააჩინა, ამგვარი თავშეკავება არაგონივრულია. ბოლო დროის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნატო მერყეობს, რუსეთი თავდასხმაზე გადმოდის. მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატო-ს მოკავშირეები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. რამდენიმე თვეში ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შეჭრის შესახებ ბრძანება გასცა და საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა“, - წერს თავის სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი.

 

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ ნატო-ს წევრობისთვის კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით.

 

„ნატო-სთან მჭიდრო უერთიერთობების პერსპექტივამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვანი დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების განხორციელებას“, - წერს რასმუსენი.

 

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

 

„ალიანსმა მკაფიოდ უნდა გააგებინოს რუსეთს, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი ასპირანტი სახელმწიფოებისთვის გაწევრიანების გზის შესათავაზებლად“, - დასძინა მან.

წაკითხვა 821 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 05 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.