"მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს"
კონკრეტულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ მოაწერეს ხელი [რეზოლუციას], რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და იგივე ადგილას ზუსტად, გუშინ და გუშინწინ, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში , - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს იზოლაცია მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს.
„არსებობს მათი 3-4 ტელევიზია, მედია საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ მთელი საინფორმაციო ველი ობიექტური მედია საშუალებებისა მოვლილი აქვს ამ ამბავს, რომელიმეს ერთი სიტყვა თუ დაცდა ამასთან დაკავშირებით? აწი რას იზამენ ჩემი სიტყვების შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ნახეთ ახლა რომელიმეს, ჩამოვთვლი თუ გნებავთ: „მთავარს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“, მედია სხვა პლატფორმებს, ერთი სიტყვა თუ აქვთ ამ უპრეცედენტო ღალატზე დაცდენილი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მათი ინიცირებითა და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო უნდა ამორიცხულიყო. ანუ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ იზოლაცია მოხდეს საქართველოსი საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ მოდიან და რატომ აშორებთ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს გვეკითხებიან, შენ აშორებ გიდგენენ - თვითონ იღვწიან, რომ ეს გააკეთონ, სიტყვით შენ აშორებ გეუბნებიან და თან პასუხს გთხოვენ ამაზე, როდესაც საქმით იმას აკეთებენ რა ტექსტიც გავშალეთ ჩვენ ტელეფონებში და წავიკითხეთ და ვერ დავუჯერეთ საკუთარ თვალებს. სამჯერ გადავამოწმე პიარის თანამშრომლებთან მართლა ეს ტექსტია თუ არა მეთქი, გადავამოწმე გივი მიქანაძესთან და მეოთხე გადამოწმების შემდეგ ავდექი და მოვყევი თქვენ წინაშე, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ რაღაცას აინიცირებდნენ, რამე ინტერპრეტაციას ხომ არ აქვს ადგილი - თქო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
