"შევხვდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით, ხალხთან ერთად შევცვალოთ ქვეყნის ბედი და ჩვენი სამშობლო გახდეს ღირსეული ევროპული ქვეყანა"
ერთიანობის ტურნეს ფარგლებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივები ყურადღებას უმუშევრობასა და სიღარიბეზე ამახვილებენ.
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს კურსს ევროპისკენ ისევ დააბრუნებენ და არჩევნების შემდეგ ყველა პრობლემას მოაგვარებენ.
"ერთიანობის ტურნე დავიწყეთ. დღეს ჩემს უსაყვარლეს ზუგდიდში ვართ, როგორც ერთიანობის სული და გული. ზუგდიდი არის მართლაც საოცარი, საქართველოს დიდი გული, რომლიდანაც ჩვენ დიდი ერთიანობის ტურნეს ვიწყებთ მთელს საქართველოში. სამეგრელოდან ჩავალთ ყველგან და შევხვდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს ერთიანობით, ხალხთან ერთად შევცვალოთ ამ ქვეყნის ბედი და ჩვენი სამშობლო გახდეს ღირსეულ ქვეყნებს შორის ღირსეული ევროპული ქვეყანა, სადაც ის პრობლემები რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ ხალხისგან, აღარ იარსებებს", - განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
