"მოვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გავიმარჯვებთ" - გურამ მაჭარაშვილი
ისედაც ვიცოდით და ვიცით, რომ უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი „ენჯეოების“ სახით, ემზადებიან არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელმაც სასამართლო პროცესზე დღევანდელი ჩართვისას განაცხადა: „ჩვენ, ასობით ათასი ადამიანი უნდა მოვემზადოთ დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომისთვის“.
„ამას აღიარებენ კიდეც. დელეგიტიმაციაზე, გაყალბებაზე საუბრობენ, როდესაც არავის არანაირი ფაქტი არ დაუფიქსირებია და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში აქაც გადაასწრო პატიმარმა სააკაშვილმა, ჩაუშვა ეს ხალხი და თქვა, რომ ჩვენი გეგმა არჩევნები კი არ არის, ჩვენი გეგმა არის 27 ოქტომბერს ვითომ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება. რა თქმა უნდა, ამას არანაირი მომავალი არ აქვს. ჯერ ერთი, გაყალბებაში ვინც არის ნამუშევარი და გამოცდილი, კარგად ვიცით. ეს არის ISFED-ი და არასამთავრობო სექტორი, რომლის გაყალბებული არჩევნებიც მერე აღიარა თავად USAID-მა და ISFED-მაც.
ამიტომ ჩვენ მოვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო და 27 ოქტომბერს ეგენი სად შეიკრიბებიან, არ ვიცი, შეიძლება „ვივამედში“ შეკრიბოს პატიმარმა სააკაშვილმა და იქ მიუსამძიმრონ ერთმანეთს მერე წაგება.
ეს ხალხი ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ რადიკალური სცენარებისთვის, მაგრამ ეს აქედანვე გაშიფრულია. ამიტომაც არის, რომ არაფერი გამოუვათ, არც რევოლუცია, არც რადიკალური სცენარები. საზოგადოება მიხვდა, რომ 26 ოქტომბერს დგას რეალობა, არჩევანია ომი თუ მშვიდობა, მონობა თუ სუვერენიტეტი, ლგბტ პროპაგანდა თუ ტრადიციული ცხოვრება. შესაბამისად, არავინ არავის აქ რადიკალურ პროცესებს არ ჩაატარებინებს. კი ბატონო, წინასაარჩევნოდ იარონ ლგბტ დროშით და 27-შიც დაიკავონ ლგბტ დროშა, როგორ გააპროტესტებს ხალხი, ამასაც ვნახავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"