"დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია"
შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული.
„ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი ვითომ არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი ვითომ დასავლელი მეგობრები. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? დღეს უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგებია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ და რასაც დასავლეთში უკვე ვერ უარყოფენ. ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს ჩვენი, ყველას დამსახურებაა, მოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
