"საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას" - შალვა პაპუაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას - რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სარჩელი არის ფარისევლობა.
„[სარჩელი] კიდევ ერთი ფარისევლობაა ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სულ რამდენიმე თვის წინ, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. ლამის მონებად გამოაცხადეს მოსამართლეები იმისთვის, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ. დღეს იმავე მოსამართლეებს მიმართავენ სამართლის საპოვნელად. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას. მას რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. ერთადერთი მიზეზი რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი, არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაარჩინა ის და ამ თანამდებობაზე შეინარჩუნეს. ვხედავთ, რისთვისაც სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
