"უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს" - შალვა პაპუაშვილი
უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს და ვხედავთ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, იშვიათია ამაზე უხეში ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით, რომელიც თელავში იმართება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა ამ „ენჯეოს“ მხრიდან იმ გათვლით, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და თავისივე წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ.
„ვიცით, რომ დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია. ამავე დროს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აორგანიზებს ამ ღონისძიებას, თავად არის პოლიტიკაში, მისი წევრები არიან პოლიტიკაში და ეს ცალკე კიდევ წარმოშობს ეჭვებს, რომ აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. ეს ქმნის იმის აღქმას, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა ამ „ენჯეოს“ მხრიდან იმ გათვლით, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და თავისივე წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ. კიდევ ერთხელ მედიასაც ვთხოვ, დაინტერესდეს, უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს, ვინაიდან დანიის ფულია და ვხედავთ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ამაზე უხეში ფაქტები მგონი, იშვიათია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს