"პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა "ოცნებამ", როგორც ჩანს, დაივიწყა" - პრეზიდენტი
ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ [2008 წელს], ისევე როგორც უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვარამეა: ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას - გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „უქმნის თუ არა უხერხულობას ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, ვისაც წარსულში საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას აბრალებდა“.
უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტმა წაიკითხა ამონარიდი ზურაბიშვილის განცხადებიდან, სადაც ის ამბობს: „შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება - ამას რა ჰქვია, უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური, გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან“.
პრეზიდენტის განმარტებით, მისი ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
„ნათქვამი, რაც თქვენ წაიკითხეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ საუბარი სხვა რამეზე იყო - შიდა პოლიტიკაზე. იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა [სააკაშვილმა], მაგრამ "ოცნებამ" გამოძიება არ დაიწყო (დაიწყო სულ სხვა რაღაცაზე, პიჯაკებზე და რაღაცებზე), თუ რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში. მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, ისევე როგორც უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები და პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა "ოცნებამ", როგორც ჩანს, დაივიწყა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო