"ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი და როგორ დავიცვათ თქვენი ხმები" - ნიკა გვარამია
ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი და როგორ დავიცვათ თქვენი ხმები, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ, როგორ უნდა იმართებოდეს ისე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ,- ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ გორში საარჩევნო შტაბის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიციამ იცის, თუ როგორ უნდა იყოს საზოგადოებაში სიმშვიდე, დასავლეთს მოვწონდეთ და ყველაფერს გვაძლევდეს, რაც გვეკუთვნის.
„ჩვენ, როგორც „ქართული ოცნება” გვეუბნება, კი არ გავექცევით უბედურებას, ჩვენ დავეწევით, ვიპოვით ჩვენ ბედნიერებას, ამის გაკეთება უნდა ჩვენ კოალიციას. ჩვენ ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი და როგორ დავიცვათ თქვენი ხმები. ასევე ვიცით როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ, როგორ უნდა იმართებოდეს ისე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ, საზოგადოებაში იყოს სიმშვიდე, ქუჩებში იყოს მშვიდობა, დასავლეთს ჩვენ მოვწონდეთ და ყველაფერს გვაძლევდეს, რაც გვეკუთვნის და რასაც ვიმსახურებთ, როგორ წავიდეთ წინ და კიდევ ერთხელ, როგორ ვიყოთ ბედნიერები”, - აღნიშნა გვარამიამ.
ის, გორში საარჩევნო შტაბის გახსნისას მოსახლეობას და ქალაქს შეჰპირდა, რომ ამ ქალაქსა და ქვეყანაში ომი არ იქნება.
„მინდა შევპირდე ამ ქალაქს, რომ ამ ქალაქში და არც ამ ქვეყანაში, ომი არასოდეს აღარ იქნება. ჩვენ არ მოგვიწევს აქ შემოსული რუსების ყურება, ჩვენ ვერ მოვისმენთ დაბომბვის ხმებს და ჩვენ არ გვეყოლება ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები! ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებულები, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ გვერდით არის მთელი დასავლეთი“,- აღნიშნა გვარამიამ.
სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
