"ჩვენ ღალატს ვუყურებდით, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ"
ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ეღიარებინათ და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულის ბრალდებაში გაემართლებინათ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ღალატი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და, ახლა თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, როგორც მოქალაქეებმა და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ.
ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა,“ რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ისინი ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა,“ რომელმაც აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ცეცხლი გახსნა. ეს არის ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანამონაწილეც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ და ა.შ. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეს პასუხი.
ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა.
ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, ეს იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დონეზე აღიარებული იქნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. შევძელით ის, რომ ვაღიარებინეთ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ვაღიარებინეთ ჰააგის სასამართლოს, რომ ომის დანაშაულები მხოლოდ სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვას, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულებასა და არგუმენტად „ქართული ოცნების“ განცხადების ამონარიდის წაკითხვასთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ კარგია, თუ სახელისუფლებო პარტიის ციტატებს კითხულობენ, რადგან იქ „ქართული ოცნების“ მთავარ მიზანზეც ხაზგასმით წერია.
„ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. კარგია, თუ ჩვენს ციტატებს უყურებენ. ისინი ასევე ამოიკითხავენ, რომ მთავარი მიზანი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას,“ ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, ამიტომ, ეს ციტატებიც შეუძლიათ წაიკითხონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"