"26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად" - თინა ბოკუჩავა
მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბათუმში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, სწორედ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებ ისტორიული სხდომა.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი „ან ქართველი ხალხის გვერდით დადგეს, ან ივანიშვილის გვერდით“.
„ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი „რუსული კანონის“ და რუსეთის ინტერესების გამტარი ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველმა ახალგაზრდებმა უზარმაზარი საპროტესტო ტალღით გააერთიანეს ყველა თაობა და მთელს მსოფლიოს გააგონეს ქართველი ხალხის ხმა - არა „რუსულ კანონს“, კი ევროპას.
ის დიდი აღმშენებლობა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოიტანა, მოიტანა სწორედ ერთიანობით, „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო სწორედ ერთიანობა, რამაც მოიტანა დიდი რეფორმები, რამაც მოიტანა დიდი აღმშენებლობა და ბათუმი არის ამის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, უნდა გათავისუფლდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა, რადგან თითოეულ მოსამართლეს აქვს არჩევანი დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან დადგეს ივანიშვილის გვერდით, ან დადგეს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად ქართველ ხალხთან, ან ჩაყვეს ივანიშვილს იმ იზოლაციაში, იმ სიღატაკეში, რასაც თავს ახვევს ქვეყანას 12 წლის მანძილზე.
მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.
ეს არის ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ამბობს - არა „რუსულ კანონს“, კი ევროპას! ერთიანობით ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ პენსიებს, ევროპულ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას.
26 ოქტომბერი არის ბოლო შანსი მოვიპოვოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი