"14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის მიუღია, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს" - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროპიდან გამოყოფილი 14 მილიარდი ევროა გაყინული.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსგავსი დახმარება ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველოს ზომის, ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანას არ ეძლევა.
„14 მილიარდი არსად არსებობს. ეკონომიკის კუთხით ევროკავშირის ჩვენი ზომის წევრ ქვეყანას თუ ავიღებთ, დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად. ასეთი დახმარება არავის მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ.
თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია, რაც ასევე ჩვეულებრივი ტყუილი იყო. იმდენად უხეში ტყუილი იყო, თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ეკონომიკაში ოდნავ ერკვევა, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი საზოგადოებას აწვდიდნენ.
ასეთი ტყუილებით ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ერთდროულად თან ამბიციურ, თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს. ამას საზოგადოება იხილავს 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა საარჩევნო პროგრამას წარადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს 14 მილიარდს ბლოკავს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
