"სუფლიორი“ რომ გაითიშოს, რა აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველ ხალხთან? - რა დაპირება აქვს „ქართულ ოცნებას“?"

„სუფლიორი“ რომ გაითიშოს, რა აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველ ხალხთან?, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კახეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დაპირებები აღარ აქვს, რადგან არაფერი დარჩათ ამომრჩევლისთვის მისაწოდებელი.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით ანაკლიის პროექტი გააჩერა და აგრძელებს პროპაგანდას, რითაც სურს „საქართველო იყოს ჩაკეტილი, დაბრუნდეს მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს”, შესაბამისად, ხაზარაზე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს „ვეღარ მოატყუებს“.

 

“იმიტომ, რომ საქართველოს გადარჩენის ფორმულა არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბიძინა ივანიშვილი ზღაპრებით, როცა არ იცის აღა-მაჰმად ხანი და შაჰ-აბასი როგორ იყო და რას აკეთებდა, ქართველ მშრომელ ხალხს უბრალოდ ვეღარ მოატყუებს. კითხვა მაქვს: რა დაპირება აქვს „ქართულ ოცნებას“? - არაფერი, რადგან არაფერი დარჩათ ამომრჩევლისთვის მისაწოდებელი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

ამავე თემაზე საუბრისას ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე“.

 

„მინდა ბიძინა ივანიშვილის რეჟისურას და speechwriter-ებს, ვინც ტექსტებს უწერს, მივმართო, რომ წარმოიდგინეთ, რა მოხდება „სუფლიორი“, რომ გაითიშოს? დაფიქრდით, რას ეტყვის ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი უწერს ტექსტს, უწყობს გალიას და აკვარიუმს და უცბად სუფლიორი რომ გაითიშოს, რა აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველ ხალხთან... დაწერილში აღა მაჰმად ხანი და შაჰ-აბასი აქვს არეული და კიდევ ისეთი სიგიჟეები წერია, მე მგონი მომავალ კვირას დახვრეტენ მისი ტექსტის ავტორს. ეს არ ვიცი, ნახევრად ხუმრობით თუ სერიოზულად - ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

 

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადადგომას და განაცხადა, რომ განათლების მინისტრი პოსტიდან იმიტომ გაიქცა, რომ „მასწავლებლებს ვეღარ აშინებენ“.

 

„მინდა გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო საარჩევნო კამპანიას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს - სხვის უბედურებაზე, დაშინებასა და ომის პროპაგანდაზე ხმების შენარჩუნება. უკვე ნათელია, რომ ისინი ხმებს ვეღარ ინარჩუნებენ. გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მინისტრი, განათლების მინისტრი პოსტიდან გაიქცა, იმიტომ რომ ვეღარ აშინებენ მასწავლებლებს. ჩვენს გუნდშიც უკვე მასწავლებლები თამამად არიან. ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ყველგან, სადაც მე დავდივარ მასწავლებლები გამოდიან წინა ხაზზე და ხმამაღლა აცხადებენ პროტესტს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა“.

წაკითხვა 124 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.