"ლავროვის განცხადება არის დაცინვა!" - სერგო ჩიხლაძე
ლავროვის განცხადება არის დაცინვა! - ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასების განაცხადა.
მისივე თქმით, სერგეი ლავროვი იყენებს „ქართული ოცნების“ ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს.
„ეს არის მორიგი დაცინვა! ურთიერთობების დალაგება, საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობა ევროპის კავშირზეა. ჩვენ გავხდებით ევროპის კავშირი და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს არის დაცინვა! ის იყენებს „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს. ისინი ამით კმაყოფილები არიან. ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
