"სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ამას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე" - ირაკლი კობახიძე
სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა“.
„მგონია, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. თავისთავად სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს. ეს უბრალოდ სწორი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართველი საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იცავდა“, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას“.
„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არაფერი კავშირი აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან. ძალიან სამწუხაროა, როცა ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვს განხორციელებული; როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს. ძალიან შემაშფოთებელია, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მიღებას და ა.შ. სწორედ ეს არის ის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულია ეს ყველაფერი გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ. თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ, თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას.
სიახლეები
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- ,,ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
