"პრეზიდენტს არ აქვს პარტიის წევრობის უფლება" - რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს ის პოლიტიკური პარტია, რომლესაც არჩევნებში საუკეთესო შედეგი ექნება.
ბრეგაძის თქმით, კონსიტიტუციის თანხმად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება და ტექნიკური მთავრობის წარდგენაზე განცხადებები სრულიად გაუგებარია.
„ადამიანს როცა არ აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება და მონაწილეობს ამ პროცესებში, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გარკვეული წარმომადგენლები ამ საკითხებზე მას ხვდებიან, მსჯელობენ მთავრობის დასახლებაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაზე, გამოდის, რომ ქალბატონი პრეზიდენტი გამხდარა არაფორმალური მმართველი. მსგავსი ტიპის კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, დათანხმდებიან თუ არა, რომ პრეზიდნეტი იყოს მათი არაფორმალური მმართველი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
