"2022 წელს საქართველო ომსა და ნგრევას გადავარჩინეთ" - შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილის თქმით, ყველამ კარგად დაინახა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს საკუთარი თავის განადგურებისკენ, როგორი ზეწოლა იყო შიგნიდან თუ გარედან, რომ საქართველოს ფეხი წასცდენოდა.
„როცა ვკითხულობდით, სანქციებზე მიერთებით გამოწვეულ საპასუხო ეკონომიკურ დარტყმებზე თუ გვაძლევდნენ ეკონომიკურ ან ფინანსურ გარანტიებს? პასუხი იყო – არა. როცა ვკითხულობდით, ამ ესკალაციის ომში გადაზრდის შემთხვევაში, გვაძლევდნენ თუ არა უსაფრთხოების გარანტიებს? პასუხი იყო – არა. როცა ვკითხულობდით, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ თავი უნდა შევწიროთ? პასუხი იყო – დუმილი. დუმილი, რომელიც პასუხზე მეტია. მაშინ, ჩვენ არჩევანი დაგვიყენეს ჩაყოლასა და ჩათრევას შორის. ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ, რადგან ჩვენს უკან იდგა ჩვენი ხალხი, რადგან ჩვენს უკან იდგნენ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომელთა სისხლისღვრისკენ მოგვიწოდებდნენ სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებით. ეს იყო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ნგრევასა და შენებას შორის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი არეულობებში ჩათრევა და მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
