"ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა"- პრეზიდენტი
ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი.
პრეზიდენტმა მათი მისამართით განაცხადა, რომ „ევროპული გზა ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ ერთად მიგვიყვანს მშვიდობიან სივრცეში“.
„უპირველესად, გზავნილი იქნება ის, რომ ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება და მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, არ ექნებათ საშუალება, რომ მოვიდნენ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
მაგრამ მე გავიმეორებ იმას, რასაც რამდენიმე წელია უკვე ვეუბნები, რომ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა და ეს არის ყველაზე ნაღდი ევროპული გზა, რომელიც ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ კი მიგვიყვანს ერთად იმ სივრცეში, რომელიც მშვიდობიანი სივრცეა და სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებს ადგილი არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
