"რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა, პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი გადატრიალების მცდელობაზე" - გია ვოლსკი
რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა, უკვე პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, არც ოპოზიციის ამომრჩეველი არ არის მომხრე, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს.
„რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა. თავიდან თუ ორაზროვნად ლაპარაკობდნენ, დღეს უკვე პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. ამის ერთადერთი ბერკეტი აქვთ ხელში, რასაც ჰქვია საზოგადოების ნაწილის გაბრაზება. აღქმის შექმნა, თითქოს არჩევნებიც გაყალბდა და პრორუსული პოლიტიკაც სახეზეა. პრორუსული პოლიტიკის თემა სერიოზულ რყევას განიცდის, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, არცერთ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია ან მოხდა ისეთი დარღვევები, რომლებმაც იმოქმედა არჩევნების შედეგებზე. პირიქით, პოზიტიური შეფასებებიც ბევრი გავიგეთ, მათ შორის ეუთო/ოდირის წარმომადგენლების მხრიდან. ამ მოცემულობაში გარკვეული ისტერიკაა, რომელიც უკიდურესი პროტესტის ფორმების ძებნაში გადაიზარდა. ვფიქრობ, ორშაბათს სწორედ ამის შესახებ იქნება განცხადება, რომ მოიფიქრონ საბოტაჟის ისეთი ფორმა, რომელიც ეკონომიკას დაარტყამს, საზოგადოებას საშუალებას არ მისცემს, სტრესული მდგომარეობიდან გამოვიდეს და ეცდებიან, მუდმივად შეინარჩუნონ დაძაბულობა, რომლის რეალიზება წინა პერიოდში ვერ მოახდინეს – ვერ შევარდნენ პარლამენტში, ვერ მოახდინეს სისხლის ღვრის პროვოცირება. ამ ყველაფრის ნაკრები იქნება ორშაბათს წარმოდგენილი.
ოპოზიცია შეთანხმდება თუ არა ერთ სტრატეგიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის რომელიმე სიკეთეს აკეთებს. არც მათი ამომრჩეველი არ არის მომხრე იმისა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, მით უმეტეს, ისეთი გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. გამოწვევები სერიოზულია, ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და ჩვენ გარშემო ფართომასშტაბიანი ომები მიმდინარეობს. ამ ვითარებაში არ მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელი ოჯახი ან ოჯახის წარმომადგენელი დათანხმდეს რადიკალური ოპოზიციის გეგმავს, რომ დესტაბილიზაცია გადაიზარდოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ერთი მხრივ, ამომრჩეველს კარგავენ, მეორე მხრივ, ამომრჩეველთან პირშავად არიან, ვინაიდან ვერ შეასრულეს დაპირება, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ამას გარკვეული შედეგი აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის. ასეთ მდგომარეობაში პროცესების რადიკალიზაცია მათთვის გადარჩენის გზაა, თუმცა არსებობს ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს გზა გადარჩენისკენ არ არის, ეს გზა არის მათი ავტორიტეტის დასრულებისკენ, თუ რაიმე ჰქონდათ შენარჩუნებული საზოგადოების გარკვეულ წრეებში. ეს ავტორიტეტიც სრულად გაფლანგული იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი