"ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და მწვავე"
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება, მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
ხოშტარიას თქმით, ისინი ყველა იმ იდეას მოისმენენ, რომელიც საპროტესტო აქციების წარმართავს და განვითარებას დაუკავშირდება.
„ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციამ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბრძოლის მთავარ ელემენტზე გადავდივართ, ეს არის ქუჩის პროტესტი, რომელიც იქნება მშვიდობიანი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პრინციპული და ძალიან მწვავე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვემზადებით, ორშაბათს იქნება აქცია, საზოგადოებაში უამრავი ჯგუფი, აქტივისტია, რომელსაც ბევრი იდეა აქვს, დღეს ჩვენ ამ ჯგუფებთან შეხვედრა გვაქვს, რომ მათი აზრები მოვისმინოთ, ამ პროცესზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამასთანავე, ჩართულობა ყველასი უნდა იყოს, რადგან ეს არის საერთო, ეროვნული ბრძოლა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაგვიბრუნოს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
