"ოპოზიციას ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა ღალატისთვის, სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან სირბილი ვერ უშველით"
ოპოზიციას ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა ღალატისთვის, მათ სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან სირბილი ვერ უშველის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ეს არის გაკოტრებული ხალხი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოისმინა ხალხის განაჩენი. ახლა ცდილობენ, რაღაცნაირად თავი დაიმშვიდონ. სინამდვილეში, მათ ხალხმა უთხრა, რომ უსამშობლო ადამიანების გაერთიანება არიან, საკუთარი კუთხე მიუჩინა პოლიტიკურ ლანდშაფტში. ხალხმა უთხრა, რომ კატასტროფული დამარცხების შემდეგ, რომელიც იწვნიეს არჩევნებში, რასაც შეიძლება აკეთებდნენ, არის ის, რომ ინანიებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის, ქართული ეკლესიის, საქართველოს ისტორიის მიმართ. მათ ვერ უშველის ოფისიდან ოფისში სირბილი სხვადასხვა დიპლომატთან თუ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ ქართველ ხალხთან აქვთ ურთიერთობა და ქართველმა ხალხმა გასცა საკადრისი პასუხი იმ ღალატისთვის, რომელსაც ჩადიოდნენ. ასე რომ, მიიღონ ეს, როგორც განაჩენი, დაფიქრდნენ იმაზე, რა დაუშავეს თავის ქვეყანას და, სულ მცირე, იქნებ ისეთივე მავნე ნაბიჯები აღარ გადადგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. დიპლომატიური მისიის ოფისში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ევროკავშირის ელჩს ვუთხარით, რომ გამორიცხულია, ჩვენ პარლამენტში შევიდეთ, სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა რუსულია, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით“.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
