"რადიკალების მიზანია ქვეყანაში ქაოსი" - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ქაოსის გზით ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია, რაც არ გამოუვა.
ზარქუას თქმით, მოუწოდებს ახალგაზრდებს, ოპოზიციას თავს ნუ გამოაყენებინებენ.
„ესენი არიან უსამშობლოები, მათ ოპოზიცია არ ჰქვიათ, რადიკალები არიან. მათი მიზანია, ქვეყანაში ქაოსი შექმნან. ჰგონიათ, რომ ამით რევოლუციას შექმნიან თავიანთი პატრონების დაფინანსებით. ეს არ გამოუვათ. ახლა ათას სიგიჟეს იგონებენ. როთებმა თქვეს, სავიზო რეჟიმი შეიძლება გადაიხედოსო. გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გვეუბნებოდნენ, კანონი არ მიიღოთ, თორემ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. ღირსება დავიცავით და სტატუსიც მივიღეთ. ამის შემდეგ თქვეს, ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებენო, ახლა თქვეს, – გამოჟონაო, – ამ გამოჟონილებმა. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მოსახლეობას ატყუებენ, თავად მილიონებს იჯიბავენ პატრონებისგან. ამიტომ ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ამათ თავს ნუ გამოაყენებინებთ. ცესკო საბოლოო შედეგს და ოქმს გამოაქვეყნებს რამდენიმე დღეში, შემდეგ ათი დღის ვადაში გაიმართება პირველი სხდომა, შევალთ და მთავრობასაც დავამტკიცებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი