"მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსასვლელად ემზადება, რეალური გეგმა ეს არის" - ირაკლი კობახიძე
მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსასვლელად ემზადება, რეალური გეგმა ეს არის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რისთვის ემზადება ოპოზიცია.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლოს პარლამენტში მაინც შევლენ.
„მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა. ასეთი რაღაც მოხდა, იცით, რომ „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს ერთი მარტივი მიზეზით გაკეთეს, ეს განცხადებები არ არის კანონიერი, არ არის ლეგიტიმური. მათ ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ ამ განცხადების დაწერა. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ მათ პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავთ, რისთვისაც თანხები იხარჯება.
„ეს ყოველ ჯერზე ასე ხდება, რეგიონებიდან ჩამოჰყავთ. რა თქმა უნდა, ამისთვის ფულიც იხარჯება, თუმცა, ხედავთ, რომ მათ ხალხის მობილიზება არ შეუძლიათ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს ხალხი მხარს არ უჭერს. ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება. ეს არის ის, რაც მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
