"დარწმუნებული ვარ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აღიარება არ ექნება"
დარწმუნებული ვარ, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრები, სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს.
“იცით, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 26 ოქტომბრის მოპარულ არჩევნებს ევროკავშირის ლეგიტიმაცია არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ორშაბათს საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს. იცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გამოძიების მოთხოვნით მივმართეთ, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ პოლიტიზებული, მიტაცებული, არარსებული საგამოძიებო უწყებების მოცემულობაში, საქართველოში დამოუკიდებელი გამოძიება ეროვნულ დონეზე ვერ ჩატარდება, ამიტომ, მაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხს ორშაბათს საგარეო მინისტრების შეკრებაზე განიხილავენ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, შეხვდრაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
