"ხვალ, დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი" - პრეზიდენტი
ხვალ, დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს სასამართლოს მიღმა.
„ეს არ არის იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ (ესეც არის ჩემი მიზანი) იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე, როგორი არჩევანი უნდათ, ვისთან ერთად უნდათ ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა; ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებად მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ჩვენ თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომლებიც, ერთი მოსამართლის მსგავსად, შეძლებენ, გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
