,,არ ეგონათ, რომ გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს, ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ"- მამუკა მდინარაძე
არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
კითხვაზე არის თუ არა სასარგებლო დემოკრატიისთვის, რომ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან სამი პარტია პარლამენტში აღარ იქნება? ის პასუხობს, რომ „დემოკრატიასთან ეს ხალხი არაფერ შეხებაში არაა. რა შუაშია დემოკრატია „ლელო“ და „ნაცები“?! ამას თავისი პლუსი და მინუსები აქვს, მათ შორის მათ ყოფნასაც [პარლამენტში], არ ყოფნასაც. სასწორის პინაზე ამ ყველაფერს რომ დაალაგებ, მთავარი არის ის, თუ რამდენ ხანს აძლევ იმის საშუალებას, რომ გამყოფოს მუდმივი საბოტაჟის რეჟიმში. რამდენჯერ „გაუტარებ“. წინა (მოწვევის პარლამენტის) შემთხვევაში დავაცადეთ, შემოვიდნენ და ამის სანაცვლოდ მოგვიწია შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა. შარლ მიშელის შეთანხმებიდან 10-დან 8 პუნქტი, 70-80%-მდე ისეთ დათმობებზე წასვლა მოგვიწია, რაც კონსტიტუციურ პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება.
რაც მთავარია, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან არ გამოდიოდა, მაგრამ იქაც აწონა მოგვიწია. თუ მათი როლი მხოლოდ საბოტაჟია, აღარ აძლევ ამის საშუალებას და ყრი მათივე ხელმოწერით. სხვათა შორის, არ ელოდნენ ამას, შოკირებულები იყვნენ. არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – ირაკლი მარშანია
- ,,შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს – ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე"- შალვა პაპუაშვილი
- ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა
- „როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ”- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული"- შალვა პაპუაშვილი
