“ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია; ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა” – გურამ მაჭარაშვილი
“როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძე მიხვდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მზეც ჩაესვენა და ახლა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მზეც ესვენება. ამიტომ გადაწყვიტა, იქით შეუტიოს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია”.
„როდის იყო ზურაბიშვილი ძლიერი, ახლა რომ ამბობს, სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? – ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის. გახსოვთ, როცა მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე ყოფილიყო? ზურაბიშვილი ვუსურვეთ და ლიდერად მიიღეს. ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ ზურაბიშვილი სუსტია და ასე შემდეგ. ზურაბიშვილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლიდერად არც მანამდე უნდოდა, მაგრამ მათ არავინ შეეკითხა. ზურაბიშვილიც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ უცხოეთიდან მართულები არიან. შესაბამისად, უცხოური ძალა ზურაბიშვილის ლიდერობას არც გუბაზ სანიკიძეს და არც ლევან ხაბეიშვილს არ ჰკითხავდა. როგორც დაალაგეს, ისე შეასრულეს. ზურაბიშვილს ოპოზიციაში ვერ იტანდნენ. ვამბობდით, როცა პოსტიდან წავა, თავზე დააცხრებიან-თქო და ეს დღეც დადგა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა – „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
