"ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან" დაკავშირებით, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც დემონსტრაციების დროს დაფიქსირდა.
მისი განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, სხვა პირების მიერ მსგავსი ქმედების გაბედვა „სრულად ბრიუსელის სინდისზეა“.
„დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი „მოლოტოვის კოქტეილთან“ დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ.
რთულია, ვერ დაინახო კავშირი გაბევრებულ პირომანებსა და „მოლოტოვის კოქტეილის“ პოპულარიზაციის კამპანიას „მე ვისროლე“ შორის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა.
ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა.
ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, სანამ ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება, ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას.
მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს”,- წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე
- "რუსეთს პატარა, უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ „ბოტებს“ ეძახიან, ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში"
- შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში
- საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან
- ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო