"პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე შეიძლება, რაღაცას მიაღწიონ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ჭკვიანი კაცია და ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.
„შევნიშნე, რომ მას რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს, ეს კარგია. მომწონს, რადგან სურთ ბიზნესის კეთება, მაგრამ ბიზნესს არ გააკეთებენ, ვიდრე ომს არ შევაჩერებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზეც.
„პუტინი ცდილობს სცენის დადგმას და, მისი ზრით, ეს დაეხმარება უკეთესი შეთანხმების დადებაში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ამავე დროს ტრამპი აღნიშნავს, რომ, რეალურად, მსგავსი ქმედეები აზიანებს პუტინს, რაზეც მასთან საუბარს აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ალასკაში მიფრინავს, სადაც რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას გამართავს. ტრამპის გარდა, ბორტზე იმყოფებიან დელეგაციის წევრები, ასევე თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და ჟურნალისტები.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
