შემცირდა თუ არა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად,

2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6 %-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

 

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებს, რომ „მისაღებია“, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83 % უცხადებდა.

 

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, მიუღებელია 13 %-სთვის, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9 %-ს შეადგენდა.

 

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას ქალაქების მიხედვით, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაციას თბილისში მცხოვრები გამოკითხულების 77 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სხვა დიდ ქალაქებში 78 %-იანი, პატარა ქალაქებში - 80 % უჭერს მხარს, სოფლებში - 82 %, ეთნიკურად სომხურ დასახლებებში - 68 %, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში - 54 %.

 

რაც შეეხება მონაცემებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 18-დან 34 წლამდე რესპონდენტების 80 %, 35-დან 54 წლამდე გამოკითხულების 79 %, 55 წელზე მეტი ასაკის მქონე რესპონდენტების 73 %.

 

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია გამოკითხული მამაკაცების 76 %-ის და გამოკითხული ქალების 78 %-სთვის.

 

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

 

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

წაკითხვა 676 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.