“ევროკავშირის ელჩიც კი იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში, არჩევნებში ჩარევის გზით” - შალვა პაპუაშვილი
,,რომელი ერთი დაგისახელოთ, როცა ევროკავშირის ელჩიც კი იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას – „რუსების გარდა კიდევ ვინ უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს?“.
„ისინი ვინც ქვეყნის შიდა საკითხებში ერევიან, მათ შორის ნახეთ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც 2024 წელს ჩაერია არჩევნებში. ასევე ჩაერია, თავად ევროკავშირის მისი ელჩის სახით. ის აკეთებდა პოლიტიკურ კომენტარებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, მან შეაფასა ჩვენი საარჩევნო ბანერი და ამაზრზენი უწოდა მას. რა თქმა უნდა მას არავინ არ ეკითხება ჩვენი საარჩევნო ბანერი როგორი უნდა იყოს და როდესაც ის საუბრობს ერთი პარტიის ბანერზე და ერთი პარტიის საარჩევნო სტრატეგიაზე თუ ტაქტიკაზე, მაშინ ამ ყველაზე ისაუბროს და როდესაც, ის ერთზე საუბრობს, ნიშნავს რომ ის კამპანიაში არის ჩართული ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ. ასე რომ, რომელი ერთი დაგისახელოთ, როცა ევროკავშირის ელჩიც კი იყო ჩართული ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
