“ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია” - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასება საფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ცალკეული პოლიტიკოსები პატარა ქვეყნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებით.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ – შეუძლიათ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად კი, როდესაც თვითონ აწყდებიან იგივე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება თურმე სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა.
ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები სხვა პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთი როგორიც საქართველოა. თუმცა, არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში ეტაპობრივად დაინერგება
- ,,ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი"-მიხეილ სააკაშვილი
- კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
- ,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან” – შალვა პაპუაშვილი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
