"რასაც კობახიძე წინასწარმეტყველებს, რომ დამხობის მცდელობა იქნება, ესეც ფარსია" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს ქვეყანაში დამხობის მცდელობა იგეგმება, „ფარსი“ და საზოგადოების შეურაცხყოფა უწოდა.

ზურაბიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე გამართული პროტესტი გახდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ნაწილი, რასაც ხელისუფლება დისკრედიტაციის გზით ცდილობს ჩააქროს.

"შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტყუილი იყოს ის, რასაც კობახიძე წინასწარმეტყველებს, რომ დამხობის მცდელობა იქნება, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული, ესეც არის ფარსი და შეურაცხყოფა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ამ დღეების მანძილზე, ერთი წლის მანძილზე მედეგობა გამძლეობა და თავისი უაღრესად მშვიდობიანი გამოსვლა. არცერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა და არანაირი მცდელობა. 200 000 კაცი გამოდიოდა და ხვალაც შეიძლება ბევრი გამოვიდეს, აჩვენა მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება უაღრესად მშვიდობიანად წინააღმდეგობის გამოხატვა. ეს არის ძალიან დიდი მაგალითი და ჩვენ ამით ვართ პარტნიორებთან ცნობილი, ამით არის, რომ დავიმსახუროთ მათი მხარდაჭერა და რეჟიმის იზოლირება.

არ შეიძლება ეს ყველაფერი ვითომც მოდელირებული დამხობით დაამთავრო. ეს არის მცდელობა, იმის მერე, რაც რეჟიმმა დისკრედიტაცია მოახდინა რამდენიმე პარტიის არჩევნებით და მცდელობა იმისა, რომ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს ამ რაღაცა ვითომ რადიკალიზაციის დიდ გაერთიანებაში, რაც მთავარია, ამით ჩააქროს დიდი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ძალა და ეს არის ის ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმი, ვერაფრით. ზოგჯერ ბევრი ხალხია, ხან მეტი ხან ნაკლებ, მაგრამ ვერ მოერია, რადგან ვერ გამოიყვანა წყობიდან, რომელიც დგას და იდგება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ დაკმაყოფილებას იმ მთავარი მოთხოვნების რომელიც რჩება - საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანად რეჟიმის შეცვლა, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „მესამე რესპუბლიკის“ თემა ფარსია, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს პირველ რესპუბლიკაზე დაფუძნებული კონსტიტუციით აღდგა.

"არანაირი მესამე რესპუბლიკა, ჯერ ერთი მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 1991-ში და აღვადგინეთ იმ პირველი კონსტიტუციის საფუძველზე, ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნაც კარგი რამეა.

ასე რომ, ეს ყველაფერიც არის ფარსი. ჩვენ არ უნდა აგვიყვანონ და გადაგვიტანონ ამ რეჟიმში. ყველანი ვიყოთ მშვიდად, მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალ მშვიდობიან აქციაზე. როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და ვიქნები ვიდრე საჭირო იქნება. და ბოლომდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 108 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.