"ეუთო/ოდირ-თან გვაქვს კითხვა, გზის გადაკეტვის აუცილებლობა როცა არაა და დედაქალაქის პარალიზებას იწვევს 50 კაცი, ეს არ არის უმრავლესობის ინტერესების შელახვა?"
15, 20, 50 კაცს შეუძლია, მთელი უმრავლესობის ინტერესები შელახოს, გადაკეტოს რუსთაველი და ამით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს მთელი საზოგადოება, ამას დავუპირისპირეთ კანონის ძალა. თურმე ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირ-ის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, ორმაგ სტანდარტებს უკვე მიჩვეული არიან.
„საპარლამენტო არჩევნების დროს ეუთო/ოდირ-ის საქმიანობა იყო იმ სტანდარტებით, რითიც ხასიათდებოდა – ობიექტურობით და სამართლიანობით. სამწუხაროდ, ეტყობა, შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებში გარკვეული სჯა-ბაასი გაიმართა. იცით, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს, როცა ჩვენ მოვიწვიეთ, ისინი არ ჩამობრძანდნენ ყურით მოთრეული მიზეზის გამო, თურმე ვერ ვასწრებთო. როგორ, ორი თვის განმავლობაში ჩამოსვლას და დაბინავებას ვერ ასწრებდნენ? არა, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, მათ არ გაეკეთებინათ ობიექტური ჩანაწერი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი არჩევნების დროსაც, როგორც საპარლამენტო არჩევნებისას.
ახლა დაგვაწიეს ახალი განცხადება, მანიფესტი თუ რაღაც რეკომენდაცია, რჩევა. ვხედავთ, რომ 15, 20, 50 კაცს შეუძლია, მთელი უმრავლესობის ინტერესები შელახოს, გადაკეტოს რუსთაველი და ამით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს მთელი საზოგადოება, ამას დავუპირისპირეთ კანონის ძალა, გავამკაცრეთ სანქციები და ჯარიმები. თურმე ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ეუთო/ოდირ-თან გვაქვს კითხვა: მაშინ, როდესაც არ არის გზის გადაკეტვის აუცილებლობა და მთელი დედაქალაქის პარალიზებას იწვევს 50 კაცი, ეს არ არის უმრავლესობის ინტერესების შელახვა? თუ აქაც ორმაგი სტანდარტია? ჩვენ მიჩვეული ვართ ორმაგ სტანდარტებს. ბუნებრივია, ვხელმძღვანელობთ უმრავლესობის ნება-სურვილით. ჩვენი მოსახლეობის ნებაა, რომ რუსთაველის ქუჩა არ იყოს გადაკეტილი და თუ გადაიკეტება, ამას სანქციები მოჰყვება, როგორც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ დედაქალაქებში ცენტრალურ მოედანს 30 კაცი როცა გადაკეტავს, შემდეგ მოვისმენდი მათგან რჩევა-დარიგებას და რეკომენდაციას. ანუ, რაც მათთვის მიუღებელია, აქ, საქართველოში და დედაქალაქ თბილისში ეს უნდა გავატაროთ? ბუნებრივია, ამას არ გავაკეთებთ, არც მანამდე გაგვიკეთებია და არც მომავალში ვაპირებთ ამის გათვალისწინებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ეუთო/ოდირ-მა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებას, უნდა აისახოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკაში და ამ უფლების სხვათა უფლებებთან შეთავსების შეზღუდვების ან შეზღუდვის სხვა დასაშვები საფუძვლების განხილვისას, არასაჭირო ან არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას“, – ნათქვამია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.
სიახლეები
- "ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ახალი, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს ზურაბიშვილის ლიდერობით"
- „ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ" - კახა კალაძე
- სამართლებრივი დევნა ოპოზიციის რიგით მე-9 ლიდერზე - რა ემუქრება გახარიას და რა საქმეებზე ედავება პროკურატურა
- „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება
- "უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
