"დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო"
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ მიიღო.
ზურაბიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ტრაგედიაა.
„მე მგონი, დღეს არავის არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანდა იმ გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდით.
მე მინდა გამოვხატო ჩემი სრული პატივისცემა მზიას მიმართ, რომელმაც დღესაც გვიჩვენა თავისი ღირსება, მხნეობა, შემართება და დარწმუნებული ვარ, ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს, რაც მიუსაჯეს მას და დატოვეს ძალაში ის სასჯელი, რომელიც არის ძალიან უსამართლო და უსაფუძვლო.
მე მაინც ერთი რამის იმედი მქონდა, რომელი იმედიც არ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ შეიძლება გამოჩნდეს ერთი მოსამართლე მაინც, რომელიც ადამიანად დარჩებოდა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.
ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია. მე დღეს საქართველოზე ვფიქრობ და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
