"მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება" - ირაკლი ზარქუა

მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება - უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თვითონ ზელენსკი არც არის ჩახედული, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგებარი პოლიტიკის შედეგად, უამრავი ადამიანი დაიხოცა.

„უკრაინას ჯერ ეუბნებოდა მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, გვერდში დაგიდგებით იარაღით, ფულით, ახლა უკვე უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თვითონ ზელენსკი არც არის ჩახედული. მაშინაც გითხარით, ზელენსკის მთავრობას გაასამართლებს უკრაინელი ხალხი. მან ისეთი შეცდომები დაუშვა, ისეთი ტრაგედიები მოახდინა თავის სამშობლოში რომ გამორიცხულია, ამას არ გაატარებენ.

რაც შეეხება ე.წ. სამშვიდობო გეგმას - მე არ ვიცი, რამდენად არის სამშვიდობო გეგმა, რომელიც შემოკავებულია. მე ვთვლი, რომ ეს არის უკრაინის დაყოფის, უკრაინის კიდევ უფრო გაუბედურების გეგმა. იქ წერია, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს, ყირიმი აღიაროს, სახელმწიფო ენად რუსული გამოაცხადოს, ჯარი შეკვეცოს, ნატოზე უარი თქვას. ომი რისთვის დაიწყო?! ამის მეათედიც არ იყო თავიდან მოთხოვნილი. ჩემთვის გაუგებარია. აი, რა ტრაგედიებს გადარჩა ჩვენი სამშობლო. რა გამოდის ახლა?! რუსეთი გამოდის გამარჯვებული. მე ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება. უკრაინელი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. მე გული მტკივა, იქ უამრავი ადამიანი ჩაიხოცა ზელენსკის გაუმართლებელი, გაუგებარი პოლიტიკის შედეგად,“ - განაცხადა ზარქუამ.

წაკითხვა 108 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.