რა სიურპრიზს ამზადებს ბესელიას ახალი პარტია
“ყველამ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა, იცის, რომ მოთხოვნა არის ოპოზიციურ ძალაზე, - მესამე ცენტრის, თუ მესამე ძალის მოთხოვნის არსებობა ყველა არჩევნებმა დაადასტურა, მათ შორის შუალედურმა არჩევნებმაც”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია - “სამართლიანობისთვის” შექმნა, სადაც პარტიის ლიდერები თავად ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე იქნებიან. სპეციალურ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა სამართლიანობა იყო, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა სიურპრიზს ამზადებს ბესელიას ახალი პარტია.
“ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და პოლიტიკოსებთან. პარტიის ყრილობა კი 20 ივნისს გაიმართება. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბესელიამ პარტიის დაფუძნება არ უნდა ეჩქარა და უნდა დალოდებოდა შემოდგომის დადგომას, რადგან, მისი თქმით, ზაფხული მკვდარი სეზონია და პარტია ახალს ვერაფერს შეიძენს. “ყველა ცნობილ ფიგურათა ჯგუფი ცდილობს, რომ ამომრჩეველი როგორმე მიიმხროს და თავისკენ წაიყვანოს. ცდილობენ, რომ თავისი გავლენა ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მოიპოვონ, - რამდენად შეძლებენ ამას, ძნელი სათქმელია. მიუხედავად მათდამი დიდი პატივისცემისა, გნებავთ ცალკე აღებული, გნებავთ ჯამურად, არამგონია ისეთი მიზიდულობის ძალა ჰქონდეთ, რომ წამყვან რგოლად იქცნენ, - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაში გამწევი ფუნქცია შეასრულონ”, - მიიჩნევს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, თუმცა ნაბიჯი სწორი მიმართულებით არის გადადგმული და რა გამოვა, ამას ვნახავთ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რჩევა იქნებოდა, რომ მათ პროცესებისთვის დასრულების საშუალება მიეცათ, ამ შუალედური არჩევნების შემდეგ უნდა დააფუძვნონ პარტია, - ზაფხული მკვდარი სეზონია. ამიტომ, თუკი ამას გააკეთებენ, შემოდგომაზე საკმაოდ რეალური სურათი გამოჩნდება იმისა, თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ გუნდს და აქვს თუ არა საერთოდ პერსპექტივა. ეს კი გაცილებით ადვილად შესამჩნევი იქნება შემდოგომაზე, ვიდრე დღეს, - ჯობია ნაბიჯი შემოდგომაზე გადადგან. ამ ხნის განმავლობაში ისინი დაკარგვით არაფერს დაკარგავენ, თუმცა, შეძენითაც ვერაფერს შეიძენენ. არამარტო ეს პარტია, ნებისმიერი. ამ პროცესის სიმკვეთრე შემოდგომაზე იქნება, - თუ ვინ რას აპირებს, - არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. პოლიტიკური პროცესი 2020 წლისათვის პოლიტიკურ ფინიშზე გადის და მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის ცოტა მოგვიანებით გადადგმა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"