"მას შეუძლია პრობლემის ცარიელ ადგილას შექმნა" - როგორია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 6 თვე

პრაქ­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­თი ანა­ლი­ზი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პე­რი­ო­დუ­ლად აჯა­მებ­დეს ამომ­რჩე­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით დე­მოკ­რა­ტი­ას.

 

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ფაქტს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვი­დან 6 თვე გა­ვი­და, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, თუ ვი­სა­უბ­რებთ ძი­რი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებ­ზე, რაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ბებ­საც თუ გა­დავ­ხე­დავთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია პირ­ველ ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ წმინ­და ნი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის 1700 წლი­სად­მი მი­ძღვნილ მსვლე­ლო­ბა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გამ­ყარ­და შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მსგავ­სი აქ­ტი­უ­რო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს რე­ლი­გი­უ­რი სეგ­მენ­ტის ხმე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში. თუმ­ცა, პი­ლიგ­რი­მულ მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტი სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე და მსგავ­სი სიმ­ბო­ლუ­რი მსვლე­ლო­ბე­ბით თან­ხვედ­რა­ში მო­ყავს ის ევ­რო­პულ ანა­ლო­გი­ას­თან. "ეს არის რე­გი­ო­ნე­ბის პირ­და­პი­რი და სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა. ამ მარ­შრუ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უნდა იყოს არ­ქე­ო­ლო­გი­ის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, რე­ლი­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რად­გან დღეს ევ­რო­პა­ში პი­ლიგ­რი­მო­ბის გზით ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

 

კონ­სო­ლი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბის ამ ერთ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას რომ გავ­ცდეთ და გან­ვი­ხი­ლოთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი, სა­ჭი­როა მოვ­ლე­ნა­თა ანა­ლი­ზის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გან­ხილ­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, და­ვუ­კავ­შირ­დით ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი­სად­მი დაგ­რო­ვე­ბულ მწვა­ვე კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მო­სას­მე­ნად:

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რომ 2008 წლის ომი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო, ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ის კრემლზე მო­მუ­შა­ვე პო­ლი­ტი­კო­სად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, რაზე მე­ტყვე­ლებს უკვე მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა, რო­დე­საც ის სა­კა­მა­ოდ უკომ­პრო­მი­სო გან­ცახ­დე­ბებს აკე­თებს რუ­სე­თის მი­მართ?

- ეს არის ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის უბე­დუ­რე­ბა. არ უნდა ვმსჯე­ლობ­დეთ მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლი დღის ფაქ­ტე­ბით. ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა საკ­ვან­ძო დე­ტა­ლი - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსგავ­სი მა­ღა­ლი რა­ნი­გის დიპ­ლო­მა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტაა. პი­როვ­ნუ­ლად სა­ლო­მეს აქვს უმ­ძი­მე­სი ხა­სი­ა­თი, აქაც ცალ­სა­ხად ერ­თია პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და მე­ო­რეა მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა... და რაც ყვე­ლა­ზე დიდ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არის და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის პრო­ცეს­ში სა­ლო­მე მხო­ლოდ საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, იყო ძა­ლი­ან ახ­ლოს ფრან­გულ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მას­თან.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი სვლე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იყოს, რო­გორც პრო­რუ­სუ­ლი, შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ კომ­პრო­მი­სი ან და, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უკან და­ხე­ვა. თქვე­ნი კი­თხვის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხი კი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია არ შეც­ვლი­ლა, არც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და არც მას შემ­დეგ. ვი­ნა­ი­დან არის უკომ­პრო­მი­სო რუ­სეთ­თან ბრძო­ლა­ში რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის სი­ძულ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან აქვს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მისი წი­ნაპ­რე­ბის ევ­რო­პა­ში წას­ვლაც სწო­რედ რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. - ეს რო­გორც ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცია, და რო­გორც დიპ­ლო­მატს - აქვს უფ­ლე­ბა და უნა­რიც რომ იმუ­შა­ოს მა­ნევ­რის რე­ჟიმ­ში.

- დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა მის ვი­ზი­ტებს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც სა­კა­მოდ მკაც­რად დას­ვა ერთი მხრივ აფხა­ზეთ­ში სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­კი­თხი, მე­ო­რე მხრივ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დად­გე­ნის თემა წა­მოს­წია, რის გა­მოც მას აკ­რი­ტი­კებ­დნენ კი­დეც, რამ­დე­ნად შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პი­როვ­ნუ­ლი სიმ­ტკი­ცე?

- ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რომ იყოს შე­და­რე­ბით გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მელ­საც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი არ ექ­ნე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ თვე­ებ­საც კი შე­ვა­ფა­სებ­დით რო­გორც ეფექ­ტი­ანს, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ სა­ლო­მეს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ცა­რი­ელ ად­გი­ლას პრობ­ლე­მის შექ­მნა. თუმ­ცა პრობ­ლე­მა, რო­მელ­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ, რე­ზო­ნან­სუ­ლია. მის­მა გა­მოს­ვლამ ბა­ქო­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრობ­ლე­მა წინა ფლანგზე წა­მო­წია, თუმ­ცა ეს იყო ძვე­ლი პრობ­ლე­მის გა­ცო­ცხლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებ­და ოდეს­მე გა­და­წყვე­ტას. 

deewq

არც ყარაბაღთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება მიკვირს, ნათქვამის გაცილებით რბილად თქმა შეიძლებოდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ეს არის ადამიანი, რომელსაც ამ ტიპის კომპრომისები არა ახასიათებს. ამ ნაწილში შეიძლება მე არ ვამართლებდე, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვით როგორი რეზულტატი შეიძლება გამოიღოს წლების შემდეგ. ზურაბიშვილის მოქმედების ლოგიკა რომ გავიაზროთ, საჭიროა მისი ბიოგრაფიის კარგად ცოდნა. განსაკუთრებით იმ ეპიზოდების, როცა მოღვაწეობდა ჩადში. დასავლურ დიპლომატიურ წრეებში დღესაც ლაპარაკობენ, რომ სალომემ თავის დროზე ჩადში საფრანგეთისა და ზოგარად დასავლეთის პრესტიჟი გადაარჩინა.
ამ და სხვა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ჩამოაყალიბა უკომპრომისო პერსონად რუსული პოლიტიკის მიმართ და საკმაოდ ხისტ პოლიტიკოსად რეგიონალური პოლიტიკის მიმართ ძირითადად მოქმედებს პრინციპით - "სადაც ვიწროა იქ გაწყდეს". მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა არ არის მიჩვეული საკუთარი პოლიტიკოსების აგრესიულ გამოსვლებს (სააკაშვილს თუ არ ჩავთვლით), უნდა შევეჩვიოთ ფაქტს, თუ გვინდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვისმენდნენ, უნდა ვქმნიდეთ პრობლემას და ამ პრობლემას აქტიურად ვუსვამდეთ ხაზს.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე გასაგებად და მკაფიოდ ითქვა რეგიონალური პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის კავკასიური პოლიტიკის, განხორციელება კი ბაქოდან დაიწყო. ზურაბიშვილი იქ პარიზიდან ჩავიდა. საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის პარიზში მიღების დონემ გვიჩვენა არა მარტო საფრანგეთში მოღვაწეობის მნიშვნელობა, არამედ ისიც, რომ მას გარკვეული ფუნქცია მიენიჭა დასავლური პოლიტიკის მხრიდან კავკასიის რეგიონალური პოლიტიკის საქმეში. გზავნილი კი ჩაიტანა ბაქოში, სადაც ანალოგიურად, მსგავსი მაღალი დონის შეხვერა გაიმართა. ცხადია აზერბაიჯანული მხარისთვისაც ცნობილია სალომე ზურაბიშვილისადმი ევროპის პოზიცია.
 

- თქვენი აზრით, ევროსტრუქტურებში გაწევრების გზაზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის როლი , როგორც საერთაშორისო რანგის დიპლომატისა?

- ამ საქმეში სალომე ზურაბიშვილს ბევრის გაკეთება შეუძლია. გაცილებით მეტის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქართველ დიპლომატს. თუნდაც თავისი კავშირების გამო. ფრანგული პოლიტიკის კულუარებში მას ჯერ კიდევ ნებისმიერი კარის შეღება შეუძლია და ეს ხდება მისი ძველი კავშირების გამო; ენდობიან, ცნობენ. ამიტომაც, შეუძლია კიდევ უფრო გააქტიურება საგარეო პოლიტიკის წარმოების კუთხით, როგორი შედეგის მომტანი იქნება ამას პროცესში ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი განსაზღვრავს. ვგულისხმობ ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას და არა ნატოში, იქ კიდევ სხვა გარემოებები არსებობს.


- ზურაბიშვლი რამდენადაც აქტიურია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, იმდენად პასიურია, როცა საქმე საშინაო პოლიტიკას შეეხება. როგორ შეაფასებდით საქართველოს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ადრე და ახლა.
- სააკაშვილის პერიოდში პრეზიდენტს სხვა ფუნქციები ქონდა კონსტიტუციურად განსაზღვრული, ეხლა სხვა ფუნქცია აქვს. სალომე ცდილობს მისდიოს ზუსტად კონსტიტუციის ნორმას, რომელიც მის ფუნქციებს ზღუდავს.

არის რამდენიმე გამონაკლისიც, მე ვერავითარ შემთხვევაში გავამართლებ პრეზიდენტის ინიციატივას შეწყალების კომისიიის ფუნქციონირების იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს არის გარკვეული ტიპის ტრადიცია მსოფლიოში, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს აქვს უფლება გადაწყვეტილება მიიღოს ამა თუ იმ პატიმრის შეწყალება არ შეწყალებასთან დაკავშირებით. ამ მოვალეობისგან თავის არიდებას მე არ მოვუწონებ, ეს პირადად მითქვამს კიდეც. საშინაო პოლიტიკაში ჩარევას მას კონსტიტუცია უზღუდავს, თუმცა გარკვეული ფუნქციები აქვს, თუნდაც ცერემონიალური და ამ ფუნქციებისგან გამიჯნვა არავითარ შემთხვევაში სწორი არ იქნება.
რაც შეეხება 6 თვეს, 6 თვე ძალიან ცოტა დროა რეალური რეზულტატების მისაღებად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ბაზისი შექმნას მომავალი მოქმედებებისთვის, ამიტომაც მისი ვიზიტები საკმაოდ ხშირია, რაც მთავარია არ არის უსაგნო, ყველგან სადაც კი მიდის, არის ვიზიტის საჭიროება, რაც შეეხება მის აქტიურობას კავკასიურ რეგიონალური პოლიტიკის კეთების საქმეში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კიდევ მეტის გაკეთების შესაძლებლობა აქვს - ამ თვალსაზრისით კარგი იქნება თუ ის ჰუმანიტარულ შემადგენელს გაააქტიურებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ამ ბაზისის შექმნის საქმეში თუ ვაცდით და ხელს არ შევუშლით, მაინც მგონია, რომ სერიოზული პერსპექტივების განსაზღვრა შეუძლია, მითუმეტეს, უნდა ითქვას რომ რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით ზურაბიშვილის პოზიცია უნისონშია პრემიერის პოზიციასთან, რაც სასიამოვნოა, ვინაიდან წინა პრეზიდენტისა და მთავრობის პერიოდში თანამშრომლობა მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში იყო გადასული.
kvirispalitra.ge
 
 
წაკითხვა 910 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.