"საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა" - ირაკლი კობახიძე
საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა, ბევრია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება,
- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
საკითხებს შორის, რაზეც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეჯერება ელის, ირაკლი კობახიძე ასახელებს: - პარტიების დაფინანსებას და დაფინანსების გამჭვირვალობას, უფასო საეთერო დროის განაწილებას, ე.წ. სიჩუმის დღისა და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვის საკითხს.
“ეს არის ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი. ეუთო/ოდირის-ის მიერ წარმოდგენილია რეკომენდაციები. არის 27 რეკომენდაცია და სამუშაო პროცესი აგებული იქნება სწორედ ამ რეკომენდაციებზე. მსაჯელობა გაიმართება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 24 ივნისამდე კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, რის შემდეგაც კანონპროექტი მომზადდება.
სიახლეები
- "ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს"
- სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში: რატომ არის პირველი 48 საათი გადამწყვეტი ტკიპის კბენისას
- რატომ ამზადებს ყველა ამ მარწყვის სალათს? - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
