"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიტანოთ"
პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს სურვილი იმისა, რომ ხვალ ის იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, უნდა შემოვიდეს დიალოგში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი, რაც არის გადავიტანოთ სასაუბროდ მაგიდასთან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანამ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველა ის პოლიტიკური პარტია , რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და განვითარებას, მზად ვართ დიალოგისთვის და სასესიო კვირის ბოლოს უკვე დაიწყება განხილვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს სურვილი იმისა, რომ ხვალ ის იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, უნდა შემოვიდეს დიალოგში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი რაც არის გადავიტანოთ სასაუბროდ მაგიდასთან“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე რატომ არ იმყოფებოდა გიორგი გახარია უმრავლესობის სხდომაზე და იყო თუ არა მასზე საუბარი, კალაძე ამბობს, რომ ეს თემა პოლიტსაბჭოზე არ განხილულა.
„ეს იყო უმრავლესობის სხდომა. ბატონი გიორგი გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო. არ ყოფილა მასზე საუბარი“,-აღნიშნა კალაძემ.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ