"რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის"- Amnesty International
„ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებულ "ბორდერიზაციის"გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე...
- ამის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც 60- გვერდიან ანაგრიშშია ნახსენები, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა, ფიზიკური ბარიერები აღმართონ ადმინისტრაციულ ხაზზე, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია.
„სასოფლო თემები ერთმანეთისგან მავთულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზია გადაკვეთისას", - ნათქვამია Amnisty International-ის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთის მცდელობამ, ადმინისტრაციული ხაზი გადააქციონ „საერთაშორისო საზღვრად" მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით, ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესიებსა და საგვარეულო საფლავებს.
„რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილიარიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში Amnesty International-ის ერთწლიან კვლევას ეფუძნება. 2018 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისსა და კონფლიქტით დაზარალებულ იმ სოფლებში ჩავიდნენ, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ "ბორდერიზაციის" ზონაში მოხვდა. ამ ვიზიტის ფარგლებში 150-ზე მეტი დაზარალებული გამოიკითხა.
კვლევის შედეგები გადაგზავნილია როგორც საქართველოს, რუსეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებისთვის. პასუხი Amnesty International- მა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიიღო.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
