"გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს"
ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ვალუტა ორი დღეა გამყარების ტენდენციას აჩვენებს, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ნებისმიერი ანალიზი ცხადყოფდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი.
„ეს ორი დღის წინ საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც დაადასტურა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მყარი, მდგრადი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული. ამას სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით დაწყებული ექსპორტის მოცულობით დამთავრებული საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორში არის შემოსავლების კლება, მაგრამ მთავრობის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებებით, აღნიშნულ სექტორში დაბრუნდება ისეთივე მზარდი დინამიკა, როგორიც იყო.
„ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს შემოსავლების კლება ტურიზმის სექტორში, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი ტურიზმის სექტორში. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აჭარაში თითქმის 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საზოგადოებას შეუძლია, თვითონ გააკეთოს დასკვნები, თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდებოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დადგა, რა თქმა უდა, იგივე ტრედის გაგრძელება უახლოეს თვეებში გაგვიჭირდება, მაგრამ მე დარწმუნებული, ვარ, რომ იმ ერთობლივი ღონისძიებებით, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ ამ სექტორში მომუშავე კომპანიებთან ერთად, აუცილებლად დავაბრუნებთ ასეთივე მზარდ დინამიკას ტურიზმის სექტორში და ტურიზმი, როგორც იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ასეთად დარჩება მომდევნო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი