რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
„პარლამენტის წინ მიმდინარე აციების ერთ-ერთმა ორგაინზატორმა გიგა მაქარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ 20 სექტემბრიდან შესაძლოა პარლამენტის წინ აქცია უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდეს.
მაქარაშვილისვე თქმით, დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე ბევრ ხალხს ელოდებიან, ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა რეგიონში ჩავლენ, რათა საზოგადოებას აუხსნან, თუ რატომაა აუცილებელი მათი ამ აქციაში მაქსიმალური ჩართულობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ დაგეგმილი აქცია ორგანიზატორებს შესაძლოა არ გამოუვიდეთ, რადგან ერთი და იგივე თემის თავიდან განახლება ისეთი სიმძაფრის აღარ იქნება. "მე ვიცი, რომ ამას აპირებენ და ამის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ აქციების განახლებას რაიმე ახალი აჟიოტაჟი მოჰყვეს, ან დიდხანს გაგრძელდეს, აქციის ერთი და იგივე თემის ისევ თავიდან განახლება, არც ისეთი სიმძაფრის აღარ იქნება. "ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ძალიან კარგი იქნება, რომ ვცდებოდე და მართლაც შეძლონ 24-საათიან რეჟიმში აქციების ჩატარება, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გამოუვიდეთ, არ გამოვა, ეს თემა, შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია. "ამაზე მძიმე თემები ყოფილა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ის, რომ პერმანენტული აქციების შეწყვეტის შემდგომ ისევ განახლებულიყოს, მსგავსი რამ არ მახსენდება მიუხედავად იმისა, რომ აქციების ორგანიზატორები მაშინ საკმაოდ ცნობილი პიროვნებები იყვნენ და მეტ-ნაკლებად მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ",-ამბობს ანალიტიკოსი”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მისივე თქმით, მოთხოვნების დამატებას არანაირი აზრი აქვს იმიტომ, რომ აქციას ისეთივე სიმძაფრე აღარ ექნება. "რა მოთხოვნებიც არ უნდა დაამატონ, ლაპარაკი მოთხოვნების სიმძაფრეზე კი არაა, ლაპარაკია იმაზე, რომ რაიმე ახალი ისეთი თუ მოხდება, რომელიც მოსახლეობაში აღშფოთებას გამოიწვევს, თუ არაფერი ისეთი არ მოხდა და იმ ტემპით გაგრძელდა, როგორიც დღესაა, რა მოთხოვნებიც არ უნდა დაამატონ, აქციები განწირული იქნება იმისთვის, რომ 20-30 კაცი მივა. "შეიძლება თავიდან ხალხის რაღაც რაოდენობის მობილიზება შეძლონ, მაგრამ მეეჭვება რომ პერმანენტული 24-საათიანი აქციის გაკეთება შეძლონ. ცუდი ისაა, რომ ასეთ რაღაცეებს უკუეფექტი მოსდევს, ჰგონიათ, რომ ამ პერმანენტული აქციებით საზოგადოების მობილიზებას მოახერხებენ და როდესაც ვერ ახერხებენ, მობილიზების ნაცვლად იწყება საზოგადოების დემორალიზება და ეს არ ვარგა, მითუმეტეს არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოების დემორალიზება არ ვარგა. "ჯერ კიდევ, როდესაც აქციები გრძელდებოდა მე კაი ხანია ვურჩევდი, რომ ამ აქციისთვის მოეძებნათ ნორმალური დასასრული, არაფერი ასეთი არ მოძებნეს და ვითომ აქცია გადავიდა სარედაქციო რეჟიმში, რა მოიტანა ამან, იციან? ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდეს გახარიას გადადგომას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქიდან თუნდაც 1% 24 საათი აქციაზე მოვა, ტოლობის ნიშნის აქ დასმა არ შეიძლება”, - განაგრძობს გამოცემა.
"ძაბირაძემ 2009 წლის საპროტესტო აქციებიც გაიხსენა და შეადარა, რომლებიც უშედეგო იყო. "30 წელია ამ აქციების მეტი არაფერი გვიკეთებია, გამოდის რომ ისევ არ გვესმის რა გავაკეთოთ და როგორ, კი ბატონო, გააკეთონ, მაგრამ უკუშედეგი არ მიიღონ. თუ არ გადააყენებს გახარიას პარლამენტი, არც თავად არ გადადგება. სხვა რა მექანიზმი არსებობს მისი გადაყენებისა? "2009 წელს სამი თვე იყო რუსთაველი და თავისუფლების მოედანი კარვებით გადაჭედილი და რა შედეგი ჰქონდა? მაშინაც ამ აქციებმა საკმაოდ ნეგატიური ეფექტი გამოიწვია, 2009 წელსაც ვერ მოახერხა მაშინდელმა ოპოზიციამ აქციის ნორმალურად დასრულება. ვერაფერი ვერ მოიფიქრა. როდესაც ამ საქმეს ხელს ჰკიდებ, როდესაც პასუხისმგებლობას იღებ ხალხის და ქვეყნის წინაშე, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდე. "მოხარული ვიქნები თუ აქედან რამე გამოვა, მაგრამ მოვა 20 სექტემბერიც და მაქსიმუმ 2 კვირა თუ გაგრძელდა აქცია, მერე ჩამოვა იგივე რაოდენობაზე მაქსიმუმ 100 კაცი შეიძლება იყოს ყოველ საღამოს, კი ბატონო იყვნენ, მაგრამ ამით რა", - ამბობს ძაბირაძე”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი