მოსკოვში ღარიბაშვილის გეგმებს დასცინეს - “მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს”
“საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველომ შესაძლოა ავიამოერიშე “სუ-25”-ების წარმოება განაახლოს, მოსკოვში ირონიით შეხვდნენ.
რუსი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია და რომ ღარიბაშვილს ზედმეტად მაღალი თვითშეფასება აქვს. ექსპერტი უსაფრთხოების საქმეში ვახტანგ მაისაია ამას კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს და ღარიბაშვილს ურჩევს, “სუ-25”-ების წარმოებაში სუამ-ის ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) პოტენციალი გამოიყენოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსკოვში ღარიბაშვილის გეგმებს დასცინეს - “მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს”.
“ექსპერტი საავიაციო საკითხებში ოლეგ პანტელეევი აცხადებს, რომ საქართველო “სუ-25”-ის ძირითადი ნაწილები მხოლოდ რუსეთში იწარმოება და საქართველო ამ ავიგამანადგურებლის დამოუკიდებლად წარმოებას ვერანაირად ვერ შეძლებს. “ღარიბაშვილის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს. როდესაც საუბარია მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, როგორც წესი, წარმოების საზღვარგარეთ გატანა არ ხდება. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ საქართველოს არც ჰქონია და არც აქვს შესაბამისი კომპეტენცია საფრენი აპარატების, საავიაციო ძრავებისა და სხვა დეტალების დამუშავებისათვის. აქედან გამომდინარე, ავიაპროდუქციის წარმოებაზე საუბარი რთულია”, - განაცხადა პანტელეევმა. მისი ცნობით, თავის დროზე თბილისის ავიამშენებელი ქარხანა მხოლოდ საავიაციო პროდუქციის აწყობის საბოლოო ადგილი იყო, სადაც უბრალოდ ჩაჰქონდათ საფრენი აპარატების მზა დეტალები და ნაწილები და თბილისში მხოლოდ თვითმფრინავების აწყობა ხდებოდა. ვახტანგ მაისაია კი საქართველოში „სუ-25"-ების წარმოაბის აღდგენის პერსპექტივას ხედავს და მიიჩნევს, რომ ამისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებაა საჭირო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სუ 25”-ებს საბჭოთა კავშირის პერიოდში ორი ქარხანა უშვებდა - თბილისის საავიაციო და ულიანოვსკის სამხედრო საავიაციო ქარხანა. ორივეში ხდებოდა საფრონტო ტაქტიკური ბომბდამშენების აწყობა. რა თქმა უნდა, თვითმფრინავის აწყობა მთელი ციკლია, სხვადასხვა ტიპის დეტალები და კონსტრუქციები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდა და ეს იყო ერთიანი სისტემა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს ეს პოტენციალი გარკვეულწილად ჰქონდა და უშვებდა კიდევაც “სუ-25”-ებს. რაღაც მომენტი ჩვენ გავქაჩეთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ბუნებრივია, ამის აღდგენა შეძლო, საქართველოს კი ბუნებრივია, რომ ასეთი ფუფუნება არ ჰქონდა. ამას კიდევ იმან შეუშალა ხელი, რომ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში საეჭვო პროცესები დაიწყო - საავიაციო ქარხნის გაყიდვა უნდა მომხდარიყო. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში კი ეს მიმართულება საერთოდ ჩავარდა, რაც ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ემბარგო გამოუცხადა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს ნატო-ს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსგან შეიარაღების შესყიდვა აეკრძალა. ობამას ამის სრული საფუძველი ჰქონდა იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როცა ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განხორციელდა, სააკაშვილის მაშინდელმა გაერთიანებულმა შტაბმა და თავდაცვის სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო, არ უზრუნველყო გატანილი და განადგურებული ყოფილიყო და მტერს არ ჩავარდნოდა ხელში ის ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც იმ პერიოდში ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს მისცეს. ეს ახალი ტექნოლოგიები რუსებმა ფაქტობრივად უფასოდ მიიღეს და ეს დიდი წყრომის საფუძველი იყო. ისრაელმა სააკაშვილის რეჟიმთან ურთიერთობა მაშინვე გაწყვიტა, ობამამ სრული ემბარგო გამოუცხადა” - განაგრძობს რესპონდენტი.
“როგორც ჩანს, ღარიბაშვილის განცხადება მათ გულზე მოხვდათ. “სუ 25”-ების წარმოების აღდგენის პროცესში საქართველოს ურთიერთობა ალბათ უკრაინასთან ექნება, მას ავიამშენებლობის საკმაოდ მძლავრი საფუძვლები გააჩნია. ბელარუსთან რამდენად ექნება, ვერ გეტყვით. შეუძლია აზერბაიჯანთან განავითაროს. მე თავდაცვის მინისტრს მივმართავ, რომ იგივე სუამ-ის პოტენციალი გამოიყენოს. ჩვენი ლეგენდარული “სუ-25”-ების აღდგენისა და წარმოების საქმეში, ასევე ისრაელთანაც უნდა აღვადგინოთ ამ მხრივ ურთიერთობა, რომ ეს პოტენციალი განვავითაროთ”, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“