ირაკლი კობახიძე არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე საუბრობს
" თუ ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარება დემოკრატიულ პროცესს ხელს არ შეუშლის.
„შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარებამ, ანტისეპტიკების გამოყენებამ და ა.შ. არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში, პასუხს იძლევა მარტივად კონსტიტუცია – თუ ასეთი ვითარება დადგა, თუკი მეორე ტალღა დაემთხვა დავუშვათ არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხევაში შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუმცა ბუნებრივია, ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ ეს იქნა აუცილებელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
