საქართველო კავკასიურ ქაოსში: ქვეყანა, რომელიც მრავალი გამოწვევისადმი გამკლავებას ცდილობს
ამერიკული პოპულარულ ჟურნალ “ნეიშენელ ინთერესთ“-ში («The National Interest») გამოქვეყნებულია ორი სტატია საქართველოს შესახებ, რომლებშიც გაანალიზებულია ქვეყნის მდგომარეობა და პერსპექტივა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მის მეზობლად მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე.
პირველი სტატიის სათაურია „საქართველო კავკასიურ ქაოსში: ქვეყანა, რომელიც მრავალი გამოწვევისადმი გამკლავებას ცდილობს“, რომლის ავტორი - ჯოზეფ ადამ ერელი სტაჟიანი დიპლომატია და რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს, შემოკლებული სახით:
„კავკასიის ერთ-ერთი ნათელი ლაქა, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი რჩება. და ეს ნათელი ლაქაა ქვეყანა, რომელსაც სახელად საქართველო ჰქვია. აქ მოქმედებს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა კომპრომისული მიდგომით შეიმუშავეს. აშშ უკიდურესადაა დაინტერესებული საქართველოს არჩევნების ახალი სისტემის წარმატებით.
ქვეყანა, რომელსაც ირგვლივ პრობლემური მეზობლები არტყია - ინდეფერენტული რუსეთი, ერთმანეთთან მეომარი სომხეთი და აზერბაიჯანი, ავანტიურიზმისაკენ გადახრილი თურქეთი - აი, ასეთ არასტაბილურ რეგიონში პროდასავლური საქართველო სიმშვიდის ერთგვარ ოაზისს წარმოადგენს. საქართველო, რომელიც აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირე და პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში, დღეს საკუთარ საზღვრებთან ახლოს, მთიან ყარაბაღში სისხლიან კონფლიქტს და ჩრდილოელი რუსეთის მუდმივ აგრესიულ მუქარებს აწყდება. ამის პარალელურად, საქართველო ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომაა საყურადღებო საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები - ბევრი რამ არის დადებული სასწორზე.
რატომ აქვს საქართველოს არჩევნებს მნიშვნელობა აშშ-სთვის? იმიტომ, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ეს ქვეყანა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჭიშკარია. აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, შავი, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვების აუზებს, საქართველო ენერგეტიკული ნაკადების გზაჯვარედინზე იმყოფება, „აბრეშუმის ახალი გზისა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ სავაჭრო დერეფნის ცენტრში. ამრიგად, გეოპოლიტიკურად საქართველო დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპიცენტრად არის გადაქცეული.
გარდა ამისა, საქართველო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პროამერიკულ დემოკრატიულ ქვეყნად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 90% ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობარ ქვეყნად თვლის. ქმედითუნარიანი მთავრობის ჩამოყალიბება მთავარი პირობაა რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად და რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რწმენა უნდა განუმტკიცოს იმაში, რომ თბილისს გამჭვირვალე და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა სურს.
დღეს, როცა საქართველო ცდილობს მრავალ გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის რუსეთის აგრესიულ ზეწოლას, ევროპის ერთგვარ „გაუცხოებას“ და გლობალური ეკონომიკურ არასტაბილურობას, ამ პირობებში ძალიან მოთხოვნადია სახელმწიფოსადმი გაბედული მმართველობა და პოლიტიკური უნარი. თავისი მომავლის გამოსაჭედად საქართველო დარწმუნებული უნდა იყოს მინიმუმ ერთ კონსტანტაში მაინც - მძლავრ და უცვლელ მხარდაჭერაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://nationalinterest.org/feature/georgia%E2%80%99s-role-amid-chaos-caucuses-171670
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"